top of page
Search

ტაივანი vs. ავსტრალია (... და ახალი ზელანდია)

  • Writer: Levan Babukhadia
    Levan Babukhadia
  • Apr 16, 2020
  • 1 min read

Updated: Apr 27, 2020

კიდევ ერთი საგულისხმო შედარება.


ტაივანი vs. ავსტრალია. ორი კუნძული. მოსახლეობა დაახლოებით ერთნაირი, 24 მილიონის ფარგლებში. ტაივანი გაცილებით მჭიდროდ დასახლებული; გაცილებით ახლოს ჩინეთთან, სულ რაღაც 50 კილომეტრით მოშორებული; მაგრამ თვეში დაახლოებით 5,000 საჰაერო რეისით დაკავშირებული ჩინეთთან. ავსტრალია დაახლოებით 2-ჯერ მდიდარი 'per capita'.


15 აპრილის მონაცემებით, ავსტრალიაში ~6,500 პოზიტივი და 63 გარდაცვლილია დაფიქსირებული, ტაივანში კი მხოლოდ 400-მდე პოზიტივი და 6 გარდაცვლილი!


ანუ, ~16-ჯერ მეტი ინფიცირებული და ~10-ჯერ მეტი გარდაცვლილი ავსტრალიაში ტაივანთან შედარებით!


ისევ და ისევ სწრაფი თავდაპირველი რეაგირების, ჩაკეტვის, ტესტირებისა და ტრეისინგის წყალობით. სხვათა შორის, ტაივანის მთავრობა ურიგებს მოსახლეობას ხელის სანიტიზატორებსა და პირბადეებს.


ახალი ზელანდია. ასევე კუნძულ-სახელმწიფო. მოსახლეობა ~4.7 მილიონი. თავიდანავე დიდი დაყოვნების გარეშე განახორციელა აგრესიული და მობილიზირებული კარანტინი ვირუსის სრული ელიმინაციის (და არა უბრალოდ შეკავების) მიზნით. შედეგმაც არ დააყოვნა - 15 აპრილისთვის ~1,400 პოზიტივი და მხოლოდ 11 გარდაცვლილია დაფიქსირებული და პირველი ფაზის პიკი გადავლილი აქვთ უკვე სადღაც 8-9 დღის წინ!



Comments


  • facebook
  • twitter
  • linkedin

©2020

bottom of page