NCDC.ge - გამოფხიზლდით!
- Levan Babukhadia
- Apr 13, 2020
- 1 min read
გამაოგნებელია, რომ პანდემიისა და კარანტინის დროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (NCDC.ge) ინფიცირებულთა, ტესტირებულთა და ა.შ. სტატისტიკა ამდენად მოძველებულია.
დღეს 13 აპრილია და ეს მონაცემები მხოლოდ 8 აპრილის ჩათვლითაა მოცემული. ანუ, 5 დღეა არ განუახლებიათ!!
ამ სტატისტიკის გარდა, აუცილებელია ცენტრალური სივრცე, სადაც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია covid-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციებზეც. კერძოდ, აუცილებელია დღიური ინფორმაცია (1) ჰოსპიტალიზირებულთა, (2) დამძიმებულთა ან რეანიმაციაში გადაყვანილთა, (3) გამოჯანმრთელებულთა და (4) გამოწერილთა შესახებ. ეს ინფორმაცია მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილიანობა ამ პანდემიისგან ღვთის წყალობით ასეთი დაბალია საქართველოში.
ასევე კარგი იქნებოდა ანალოგიური დღიური ინფორმაცია კარანტირებულებზე (ახლად შესულებზე და გამოსულებზე).
Comments