ჰიდროქსიქლოროქინი, ისევ?
- Levan Babukhadia
- May 7, 2020
- 2 min read
რატომ ერჩიან ჰიდროქსიქლოროქინს (HCQ) ასეთი გამძაფრებით ვერ გავიგე..
ნუთუ მართლაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის უიაფესი და უპატენტო პრეპარატია?.. თუ, უბრალოდ, არაკომპეტენტურობა მძვინვარებს?..
მე ექიმი არ გახლავართ და ვერავის მივცემ სამედიცინო რჩევას, მაგრამ ამ პერიპეტიების გასაგებად ექიმის დიპლომი სულაც არაა საჭირო..
აგერ გუშინ გამოაქვეყნეს კვლევა, peer-reviewed კვლევა, სადაც ცნობილმა Raoult et al. რეტროსპექტიულად გაანალიზეს HCQ + Azithromycin -ით მკურნალობის შედეგები.
გთავაზობთ აბსტრაქტისა და დასკვნის თარგმანს რათა თავად განსაჯოთ.
განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ, როგორც თავიდანვე იყო ცნობილი, HCQ მით უფრო ეფექტურია Covid-19 ის წინააღმდეგ, რაც უფრო ადრეულ და საწყისს ეტაპზე მიიღებს მას პაციენტი. რასაც ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს..
ეს რა თქმა უნდა მანამდეც დასტურდებოდა ამერიკაში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში უამრავი ექიმის პრაქტიკიდან ისევე, როგორც საქართველოში ექიმების მიერ Covid-19 მკურნალობის პრაქტიკიდან.
ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ეს წამალი უკვე 50-60 წელია არსებობს და მისი გვერდითი მოვლენები საკმაოდ კარგადაა ცნობილი..
არადა, ზუსტად ამ ორი პოზიციიდან აკრიტიკებენ ხოლმე ამ წამლის გამოყენებას: ადრე არ მისცეთ ეს პრეპარატიო და გვერდითი მოვლენებით არ დახოცოთ პაციენტებიო...
გასაოცარია პირდაპირ!
აბსტრაქტი:
ანალიზი ჩატარდა სულ 1061 პაციენტზე (46.6% მამრ. სქესის, პაციენტთა ასაკი 14-95 წელი, საშუალო ასაკი 43.6 წელი). ათი დღის თავზე, კლინიკური გაუმჯობესება და ვირუსისგან განკურნება დაფიქსირდა 973 პაციენტში (91.7%). გახანგრძლივებას ჰქონდა ადგილი 47 პაციენტში (4.4%), რომელთაც დიაგნოზირებისას ჰქონდათ მაღალი ვირუსული დატვირთვა (p < 0.001), თუმცა მათი ვირუსული კულტურა უარყოფითი იყო მეათე დღეს. ყველა გარდა ერთისა იყო PCR-ტესტ-ნეგატივი მეთხუთმეტე დღეს. კლინიკური გაუარესება დაფიქსირდა 46 პაციენტში (4.3%) და 8 გარდაიცვალა (0.75%) (74-95 წლის). ყველა გარდაცვალება გამოწვეული იყო რესპირატორული უკმარისობით და არა კარდიული ტოქსიკურობით. ხუთი პაციენტი კვლავ ჰოსპიტალიზირებულია (ჯერჯერობით სრულად განკურნებულია პაციენტების 98.7%). კლინიკური გაუარესება ასოცირებული იყო ხანდაზმულ ასაკთან (OR 1.11), მიღებისას პაციენტის სიმძიმეზე (OR 10.05) და შრატში დაბალ HCQ კონცენტრაციასთან. კლინიკური გაუარესება დამოუკიდებლად იყო დაკავშირებული შერჩევითი ბეტა-ბლოკირების აგენტებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების გამოყენებასთან (p < 0.05). პაციენტთა 2.3%-მა აღნიშნა მსუბუქი გვერდითი მოვლენები (კუჭ-ნაწლავის ან კანის სიმპტომები, თავის ტკივილი, უძილობა და დროებითი ბუნდოვანი მხედველობა).
დასკნა:
HCQ + AZ ადმინისტრირება სანამ COVID-19-ით გამოწვეული გართულებები დაიწყება უსაფრთხოა და ასოცირდება პაციენტებში ძალიან დაბალ ლეტალობასთან.
#COVID-19
Comments